პრემიერი: იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის
იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს დავავალე და შესაბამისი კომპანიაც იქნა შერჩეული, რომელიც შეისწავლის ხელშეკრულების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.
„მიწის რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, ამ პროცესს ჩვენ დავაჩქარებთ და რამდენიმე წელიწადში პროცესი დასრულდება, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.