კარლ ჰარცელი: კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემაზე პარლამენტი თუ დაფიქრდება და პაუზას გააკეთებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემაზე პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს.

მისი თქმით, დისკუსიები უნდა გაგრძელდეს.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება უკვე რამდენჯერმე გამოვთქვი. კარგი იქნება, პარლამენტი ამ თემაზე, ამ სიტუაციაზე თუ დაფიქრდება და პაუზას გააკეთებს. დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ის სულისკვეთება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების მიღებისას, ამ განხილვების დროს იყო, შენარჩუნდება. დისკუსიები და განხილვები უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები