შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მას ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.