დევიდ მაკალისტერი: მივესალმებით ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ფორმატის ჩამოყალიბებას, ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას

“მივესალმებით ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ფორმატის ჩამოყალიბებას, ვიმედოვნებ, რომ გაიმართება ტრიოს სამიტი ევროკავშირთან, ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ეს სამი ქვეყანა არის მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

„უპირველეს ყოვლისა, მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ევროპარლამენტში. სამივე ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა და უკრიანა ჩვენთვის განსაკურებული ქვეყნებია. ვფიქრობ, კარგია, რომ ეს სამი ქვეყანა ახორციელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის კოორდინაციას. ეს სამი ქვეყანა არის მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ ვხედავთ ძალიან გაურესებულ სიტუაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, გასაკუთრებით, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ბელარუსში შექმნილი სიტუაციის გამო. ჩვენ მივესალმებით ამ ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებას. ვიმედოვნებ, რომ გაიმართება ამ ტრიოს სამიტი ევროკავშირთან. ჩვენ უნდა მივცეთ მხარდაჭერის სიგნალი ამ სამ ქვეყანას.

რაც შეეხება საქართველოს, „ჟან-მონეს დიალოგი“ საქართველოს პარლამენტში დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილია . ევროპარლამენტს აქვს მოლაპარაკებების გამოცდილება გამოწვევებით სავსე გარემოებებში. ჩვენ გვქონდა „ჟან-მონეს დიალოგი“ უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში. ჩვენ პარტიებს შორის დიალოგის ორგანიზებას ვუწევდით სერბეთში. მე მჯერა, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებიც მოწოდებული არიან საქართველოს პოზიტიური განვითარებისკენ, შეძლებენ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტაციას. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, „ჟან-მონეს დიალოგი“ გაიმართება“, – აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები