ირაკლი ლატარია: პრემიერის ინიციატივით გამოცემული ამნისტია უფრო ამყარებს განცდას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა დაამარცხოს ეს უხილავი მტერი და, რაც მთავარია – იზრუნოს ჩვენზე

ექსპერტი, ირაკლი ლატარია პრემიერმინისტრის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

“ჩემი შვილის ძიძის მეუღლე დააჯარიმეს რამდენიმე ხნის წინ 2 ათასი ლარით კომენდანტის დარღვევის გამო. ძალიან რთულია თითქმის ყველა ოჯახისთვის ამხელა ჯარიმის გადახდა.. ბევრჯერ მიფიქრია ამ ყველაფერზე და ნაწილობრივი პროტესტიც მქონდა თავიდან, მაგრამ როგორც კი მომიწია საავადმყოფოებთან (არა ერთთან) ღამის თენებები, როცა კოვიდით დაინფიცირებულ ახალგაზრდა მეგობრები სიცოცხლეს ებრძოდნენ, თვეში მინიმუმ ორ-სამ გასვენებაში მისვლა, მინიმუმ ორ დღეში ერთხელ facebook-ზე იდებოდა აქაური მეგობრის დედის, მამის, დის, ძმის, მეუღლის გარდაცვალებაზე ინფორმაცია და ა.შ , პროტესტი მიქრებოდა, რადგან ეგ ჯარიმებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ჩვენ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობისთვის იყო და სხვა დანარჩენზე ფიქრი უბრალოდ იბლოკებოდა!!! ისიც კი მომისმენია, თურმე, ბიუჯეტს ავსებდნენ აღნიშნული ჯარიმებით და ათასი უმსგავსობა. მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გამოცემული ამნისტია უფრო ამყარებს ყველას განცდას და ემოციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა დაამარცხოს ეს უხილავი მტერი და რაც მთავარია – იზრუნოს ჩვენზე!!!კ იდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, ჩემი და ჩემი შვილის ძიძის (ერთ – ერთი დაჯარიმებულის მეუღლე) სახელით. პს: ნეტავ განახათ, რამხელა სიხარულია ახლა მისთვის”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები