ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინები არსად გამქრალა, დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ
“ვაქცინები არსად გამქრალა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დროულად მოხდა ვაქცინების მობილიზება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ.
„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა.
შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ მოხსენებას, ასევე მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს და მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ რისკი და შეფერხება“, – აღნიშნავს ტიკარაძე.