ამირან გამყრელიძე: ევროპის ქვეყნებში ინდური შტამი ანაცვლებს ბრიტანულს, მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს საქართველოშიც
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინდური შტამის ცირკულაცია იზრდება.
მისივე თქმით, საქართველოში დადასტურებული 20 შემთხვევა იმპორტირებულია.
„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს, დაახლოებით, 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს საქართველოშიც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.