რატი ბრეგაძე: პრემიერმინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ
“საქართველოს პრემიერმინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერმინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ბატონო პრემიერმინისტრო, მინდა, ამ გადაწყვეტილებისთვის თქვენ პირადად, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.