გიორგი ბოტკოველი – ზაზა გახელაძეზე: არა მხოლოდ საპატრიარქო, არამედ ნებისმიერი სტრუქტურა და ინდივიდუალური პირი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხში საპატრიარქოს ჩართვა შეაფასა.
მისივე თქმით, პროცესში არა მხოლოდ საპატრიარქო, არამედ ნებისმიერი სტრუქტურა და ინდივიდუალური პირი უნდა იყოს ჩართული.
“ძალიან კარგია, რომ ამ პროცესში ჩაერთო საპატრიარქო და ეს ყველაფერი პოლიტიკაზე შორს დგას. ამაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართული. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს, ეს საკითხი საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს. კონკრეტულ მომენტში, როდესაც ისინი ჩავიდნენ ოჯახში და შეჰპირდნენ ოჯახის წევრებს, რომ ზაზა გახელაძე მალე დაბრუნდება თავის ოჯახში, მაგრამ ჩვენ მივიღეთ კატეგორიული უარი. ხელისუფლება ამისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. რაც შეეხება საპატრიარქოს ჩართულობას, არამხოლოდ საპატრიარქო, არამედ ნებისმიერი სტრუქტურა და ინდივიდუალური პირი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და ამ მიზნისკენ ერთად ვიმოძრაოთ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.