შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას, გამოდით უკან
“მე მოვუწოდებ პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას, გამოდით უკან”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“მივმართავ შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს, ან იყავით ჩვენი მოკავშირეები ან ჩავთვლით, რომ ხართ რუსი ოლიგარქის მოკავშირეები. დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კუჭავას. მე მოვუწოდებ პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას, გამოდით უკან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.