ირაკლი ზარქუა: სახალხო დამცველი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ობიექტური უნდა იყოს

“სახალხო დამცველი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ობიექტური უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჯერ ამისგან შორს ვართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში გამოწვევებთან ერთად ხელისუფლების მიღწევები წარმოჩენილი არ არის.

„სახალხო დამცველი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ობიექტური უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჯერ ამისგან შორს ვართ. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცალმხრივად ხდება გაშუქება, ნამეტანი მიდრეკილია უფრო, რომ ოპოზიციის მიმართულებით მოხდეს ანგარიშში წარმოჩენა დარღვევებისა და გამოწვევების, ხოლო მეორე მხრივ, რაც მმართველი პარტიის მხარეს დგას, ეს ნიველირებულია. არის გონივრული ეჭვი, რომ ეს გამიზნულად კეთდება. იქ, სადაც ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, მათ შორის, კერძო საკუთრების მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებით, არც მოხსენებაში არ იყო. გამოწვევებთან ერთად წარმატებებზეც უნდა ილაპარაკოს, ჩვენ გაგვიხარდება და ჩავთვლით, რომ ობიექტურია“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები