არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზაზა გახელაძე რაც შეიძლება მოკლე ვადებში გათავისუფლდეს

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს ზაზა გახელაძის გათავისუფლება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

„ზაზა გახელაძის საქმე არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება, თუ როგორ ექცევა ადამიანებსა და ადამიანის უფლებებს დეფაქტო რეჟიმი ორივე რეგიონში, არამხოლოდ სამაჩაბლოში, როგორ ექცევა რუსეთის ფედერაცია ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებებსა და ბედს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს ზაზა გახელაძის გათავისუფლება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში და ის დაუბრუნდეს ოჯახს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ის ჯანმრთელი დროულად დაუბრუნდება ოჯახს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები