ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრედ არჩევას ულოცავს

ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტი, მარიჩელ ბატეტი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ესპანეთის კონგრესის წევრთა და პირადად ჩემი სახელით მსურს, მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა, გადმოგცეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები და გისურვოთ წარმატებები ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საქმიანობაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გიდასტურებთ დიდ პატივისცემას”, – ნათქვამია ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები