ნინო წილოსანმა Women Political Leaders 2021-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სამიტში – WPL (Women Political Leaders) 2021 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„WPL-ი ყოველწლიურად მართავს სამიტს, რომლის მონაწილეებსაც საშუალება ეძლევათ, ქალების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგი წარმართონ და ეს ფორუმიც ამ მიზანს ემსახურებოდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით გლობალური ქსელის წარმომადგენლი მიმდინარე წელს გახდა. WPL გლობალური ქსელია, რომელიც ქალ პოლიტიკურ ლიდერებს აერთიანებს და ის იდეების, გამოცდილებებისა თუ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.