რას გულისხმობს და ვის შეეხება სოციალური დაცვის სისტემა – თამარ ბარკალაიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, სოციალური დაცვის სისტემა ორიენტირებული იქნება ყველა მოქალაქეზე, რომელიც უნდა იყოს სოციალური რისკებისგან დაცული.
“ახალი და უმნიშვნელოვანესი რაც იქნება, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე არ იქნება ორიენტირებული ჩვენი, როგორც კანონმდებლობა, ასევე სოციალური დაცვის სისტემა, არამედ ორიენტირებული იქნება ყველა მოქალაქეზე, რომელიც უნდა იყოს სოციალური რისკებისგან დაცული.
მაგალითად, დღეს თუ ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველები, რომლებიც არიან შრომის უნარიანები და შრომის უნარიანი მოსახლეობა არის სოციალურ გასაცემელზე დამოკიდებული და ცხოვრობს სიღარიბეში, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმები, რომ ის ეკონომიკურად აქტიური იყოს, რომ ის სოციუმში იყოს ინტეგრირებული შესაბამისად. მათ შორის, უმუშევრობის კომპენსაციაზე იქნება საუბარი. იმისთვის, რომ უმუშევრობის რისკი იყოს დაცული, მათ აქტიური შრომის ბაზრის მხარდაჭერაზე იქნება აქცენტები გაკეთებული, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსახლეობას რომ მუშაობა დაიწყონ. მათ შორის ისეთ მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე იქნება საუბარი, რომელიც შშმ პირები არიან და რომლებსაც შესაბამისი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ა.შ.,” – განაცხადა ბარკალაიამ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.