გია ვოლკსი – ოპოზიციას: ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო, პარლამენტში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა და ისინი გააკრიტიკა.

“დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა. განცხადებები იყო 6 აგვისტოს, 7 აგვისტოსაც კი, რომ რუსეთი ამ პროცესებში არ მონაწილეობს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართეთ. ხალხი ჩატოვეთ, სამოქალაქო პირები მყავს მხედველობაში და იმ ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები