ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობას განაგრძობს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქურდიანის ქუჩის N2-ში მდებარე დაზიანებული სივრცის კეთილმოწყობაა.

ტერიტორია 700 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. თავდაპირველად, კონტრაქტორმა კომპანიამ სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელა, ტერიტორია შემოსაზღვრა უსაფრთხოების მოაჯირებით და გაკეთდა დეკორატიული ბილიკები.

სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 111 170 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მ.მ“ შეასრულა.

დასრულებული პროექტი დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ვეკუამ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები