ბექა დავითულიანი: ჩემი აზრით, ნიკა მელია მიიღებს ამნისტიას, თუმცა, ეს მისი არჩევანია
“ჩემი აზრით, ნიკა მელია მიიღებს ამნისტიას, თუმცა, ეს მისი არჩევანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ყველაფერი სხვა პარტიების სახელით გააკეთოს.
,,ჩემი აზრით, ნიკა მელია მიიღებს ამნისტიას, თუმცა, ეს მისი არჩევანია. თავიდანვე ცხადია, მათ უნდათ, გააკეთონ ყველაფერი სხვა პარტიების ხელით, ამნისტიაც შეეხოთ, დაფინანსებაც, ყველაფერიც. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაზე აქეთ მოგვიწოდებენ პარტიის წევრები, რომლებიც ამ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. მათ უნდათ ყველაფერი გაკეთდეს სხვისი ხელით, რომ თავიან ამომრჩეველს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხრან, რომ ისევ რადიკალურები არიან და ყველა დანარჩენი აკეთებს მათ საქმეს. ადგნენ და თავიანთი საქმისთვის თვითონაც გაანძრიონ ხელი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.