მამუკა მდინარაძე: როდესაც ,,ფეიკ ნიუსებით” მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყუილზეა აგებული, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს

“როდესაც ,,ფეიკ ნიუსებით” მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყუილზეა აგებული, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მდინარაძემ ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის დაძლევის კუთხით ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდის სტატისტიკაზე და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროინდელ მონაცემებს შეადარა.

„ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და სიღარიბეც იზრდებოდა, ჩვენ დღეს გველაპარაკებიან სიღარიბეზე. როცა ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ამას არ ახსენებენ, უკვე იტყუებიან. ამბებს, რომ არ იგონებდე, ,,ფეიკ ნიუსებით” არ მებრძოდე, ამ შემთხვევაში ქვეყნის საქმეც უკეთესად გაკეთდება. მოგონილი ამბისა და პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქარის წისქვილთან ბრძოლა. მაგრამ შენ რომ ,,ფეიკ ნიუსებით” მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყუილზეა აგებული, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. მე მაზიანებ, თავსაც იზიანებ, მაგრამ შედეგი არ მოაქვს ამ ყველაფერს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები