თბილისში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდი გარდაიცვალა

მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აბაშიძის ქუჩაზე, სახლში, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები