ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა

ინდოეთში, მახარაშტრას შტატის 4 რაიონში კოვიდ19-ის ახალი შტამი გამოვლინდა.

The Hindustan Times-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს “დელტა პლუსს” (Delta+) უწოდებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსის ამ ვარიანტს შეშფოთების გამომწვევი მუტაციების კატეგორიას, ჯერჯერობით, არ მიაკუთვნებს.

ამჟამად ცნობილია “დელტა+”-ის შტამით ინფიცირების, დაახლოებით, 20 შემთხვევა.

შტატის მთავრობაში განაცხადეს, რომ შტამის ნიმუშები გაგზავნილია გენომის გამოსავლენად და მისი შესწავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის გაგება, ახალი ვარიანტი დომინანტურია თუ გაფანტული.

რაც შეეხება ინდოეთში გამოვლენილ, კოვიდ19-ის Delta შტამს, ჯანმო-ს მონაცემით, ის მსოფლიოს მასშტაბით დომინანტური ხდება.

ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 29,8 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 386 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები