მეუფე ნიკოლოზი: მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და უვლიდა
“ჩვენ ეკლესიამ მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტი ასეთ ბავშვებს უვლიდა”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ ხელმძღვანელზე, მეუფე სპირიდონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად ეს საქმე სხვებმა უნდა გააგრძელონ.
“ჩვენ ეკლესიამ, მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ. ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტი ასეთ ბავშვებს უვლიდა. რამდენმა ბავშვმა დაამთავრა ეს სასწავლებელი, რამდენი წარმატებული ადამიანია, არა მარტო ამ სასწავლებლებში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საქმის კეთება დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ შიშველი ხელებით კეთდებოდა ეს საქმე ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული. ასე ამბობენ: “მე გავაკეთე და უკეთესად გააკეთოს სხვამ”. ახლა დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად სხვებმა გააგრძელონ ეს საქმე”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა.