სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამების საქმეზე არასრულწლოვნები ექვსი თვე მინდობით აღზრდაში იქნებიან

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამების საქმეზე არასრულწლოვნები ექვსი თვის ვადით მინდობით აღზრდაში იქნებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ცოტახნის წინ მიიღო.

პროცესზე სოციალური სამსახური ითხოვდა ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანას, ხოლო დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა.

პოლიციამ არასრულწლოვნების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი – 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა – 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები