ნათია მერებაშვილი: რეზონანსულ საქმეებზე პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ყოველთვის პროაქტიულად აწვდის

რეზონანსულ საქმეებზე, სადაც საზოგადოების ფართო დაინტერესება არსებობს, ყოველთვის ხდება პროკურატურიდან პროაქტიულად ინფორმაციის მიწოდება საჯაროდ საზოგადოებისთვის – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, სახალხო დამცველმა პროკურატურის მიმართ 14 რეკომენდაცია გასცა, რომლებიც შეეხებოდა როგორც ზოგადად უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მათზე ანგარიშგებას და ექვს თვეში ერთხელ საქმეების გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ასევე, აღნიშნული საქმეების შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორის მიერ ანგარიშის წარდგენას.

„რაც შეეხება გენერალური პროკურორის ანგარიშს, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი საქართველოს პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის წესის შესაბამისად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გენერალური პროკურორი საქმის გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე ანგარიშგებას არ ახდენს” – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები