მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატები აჩუქა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხატები აჩუქა.

“ეს არის წმინდა ნინოს ხატი. დიდი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის, აწი ღიაა ჩვენი კარი,” – მიმართა მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას.

ცნობისთვის, სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. სახალხო დამცველის თქმით, ის ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები