მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა (ფოტო)
80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს ლიონელ მესიმ თავისი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საჩუქარი იუბილარს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა გადასცა.
“ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!
“ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, ”გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი”. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს”, – განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
ნონა გაფრინდაშვილი წლებია, “ბარსელონასა” და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცეპრეზიდენტი, აკაკი იაშვილი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა.