“თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არცერთხელ ყოფილა ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენელი, ლუკ კოფი წერს.
„საქართველოს მეგობრებმა დასავლეთში მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია დააბრუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არცერთხელ ყოფილა ნახსენები არც პუტინისა და არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე“, – წერს ლუკ კოფი.