გიორგი ვაშაძე: სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, მართლმსაჯულებას და არა- “ქართული ოცნების” ვიწროპარტიულ ინტერესებს

“კლანი სასამართლოში გავეშებულია”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, მართლმსაჯულებას და არა – “ქართული ოცნების” ვიწროპარტიულ ინტერესებს.

“კლანი სასამართლოში გავეშებულია. ისინი ასწრებენ “ქართული ოცნების” მილევად ხელისუფლებაში ყოფნას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააღრმაონ კლანის ფესვები. მე მივმართავ, პირველ ყოვლისა, მათ, არ შეგრჩებათ სასამართლოს თქვენთვის გადაფორმება. სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, მართლმსაჯულებას და არა – თქვენს ინტერესებს, “ქართული ოცნების” ვიწროპარტიულ ინტერესებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა. უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი. კანონმდებლობის მიხედვით, სია წარედგინება პარლამენტს და სწორედ პარლამენტში გაიმართება ამ კანდიდატებთან გასაუბრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები