ეკატერინე ტიკარაძე: ვითვალისწინებთ, რომ ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში

“ვითვალისწინებთ, რომ ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.

ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჭიროა სოციალური დისტანცია, პირბადე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები