ელენე ხოშტარია: ზაზა გახელაძის ოჯახს გადაწყვეტილი აქვს მოქმედება, ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ
“ახლა ვიყავი ზაზა გახელაძის ოჯახში. ამდენი ხანი ხალხი ითმენს, ელოდება, რომ რაღაც გადაწყდება. ამასობაში, რუსი დაკავებულები წამში გადავეცით, არც გვიცდია გაცვლა, აზერბაიჯან-სომხეთის ამბავშიც არ ჩავდეთ ეს თემა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს მოქმედება აქვს გადაწყვეტილი და მათ თანადგომა სჭირდება.
“ახლა ვიყავი ზაზა გახელაძის ოჯახში. ამდენი ხანი ხალხი ითმენს, ელოდება, რომ რაღაც გადაწყდება. ამასობაში რუსი დაკავებულები წამში გადავეცით, არც გვიცდია გაცვლა, აზერბაიჯან-სომხეთის ამბავშიც არ ჩავდეთ ეს თემა. ოჯახს გადაწყვეტილი აქვს მოქმედება და ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ. გეგმებს გაგაცნობთ მალე, ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში”,- წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე სეპარატისტებმა გასული წლის 11 ივლისს კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს, რა დროსაც ოკუპანტებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 2021 წლის 5 თებერვალს კი ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალებმა ის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) ცნო დამნაშავედ.