გია ვოლსკი: ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება

ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა.

„თითოეულ პედაგოგს მადლობას ვუხდი, ვინც ოჯახურ სითბოსა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს პატრონობა გაუწია. რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით, ბავშვებზე ძალადობა, თუ ასეთი იყო დაშვებული. ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა.

ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იყო, არის ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ – ბავშვის ინტერესები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები