გიორგი გუგავა: თუ გახარია ღიად არ იტყვის ყველაფერს, შეიძლება, პასუხისგებაშიც მისცენ

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ თუ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ღიად არ ისაუბრებს, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მისი დუმილით ისარგებლოს და სამართლებრივ პასუხისგებაშიც მისცეს.

გუგავას თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

“გამორიცხული არაფერი არ არის. თუ გიორგი გახარია არ გამოვა და ღიად არ იტყვის ყველა იმ ინფორმაციას, თუ ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის დარბევის შესახებ, ასევე, ვინ მართავდა ამ პროცესებს არაფორმალურად, ასევე, მთლიანად ქვეყანას, ანუ თუ აქცენტები არ გადაიტანა და მხილება არ მოაწყო მის ხელთ არსებული ინფორმაციის, ბუნებრივია, ამით ისარგებლებენ, როგორც სჩვევიათ, პასუხისმგებლობაშიც მისცენ – ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ 20 ივნისის მოვლენებზე მთლიანი პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება”, – განაცხადა გუგავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები