რობ პორტმანი: საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატო-ს ნაწილი უნდა იყვნენ
“საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატო-ს ნაწილი უნდა იყვნენ”, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, რობ პორტმანი Twitter-ზე წერს.
„მივესალმები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერასა და ალიანსის ერთგულებას მათ საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ისინი ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატო-ს ნაწილი უნდა იყვნენ“, – წერს სენატორი.