ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაიბარა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
“მოხდა ის, რომ მეუფე თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და საპატრიარქოს გადაწყვეტილება რაც არის, პატრიარქის გადაწყვეტილება, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე დირექტორი. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო არ დასცალდა მეუფეს ამის გაკეთება”, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.