თეა დარჩია: როცა ინფორმაცია ცუდის ძიებითა და კარგის არდანახვის რაკურსით მონტაჟდება და სხვა აზრს იძენს, იქ მათ მიმართ პროტესტი მიჩნდება

მოცეკვავე და ქორეოგრაფი, თეა დარჩია „მთავარ არხზე“ ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის მიუღებელია ცუდის ძიებითა და კარგის არდანახვით გაკეთებული სიუჟეტები.

ქორეოგრაფის აზრით, ჟურნალისტებმა მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ, როდესაც საქმე ასეთ სენსიტიურ საკითხს ეხება.

,,მე ვუყურებ “მთავარ არხს”! დიახ, სულ ვუყურებ, რადგან ისტორიიდან ვიცი, რომ სიმართლე ორ რადიკალურ აზრს შუა უნდა ეძებო, მაგრამ როცა ინფორმაცია ცუდის ძიებითა და კარგის არდანახვის რაკურსით მონტაჟდება და სხვა აზრს იძენს ,იქ მათ მიმართ პროტესტი მიჩნდება. არადა, ჩემი ბევრი  მეგობარი მუშაობს ამ არხზე. გთხოვთ, გამოიჩინეთ მეტი პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, ადამიანობა, როცა ამუშავებთ სიუჟეტებს, იყავით უფრო მოაზროვნეები და კეთილგონიერები, რომ თქვენ, ჟურნალისტებო და ჩემო მეგობრებო და მოქალაქენო, უფრო  დაფასებული და ყველასთვის პატივსაცემი საზოგადოება იყოთ ’’, – წერს თეა დარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები