გია აბაშიძე: საქართველოში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეობა უდრის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების ნებსით თუ უნებლიედ ხელშეწყობას

”საქართველოში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეობა უდრის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების ნებსით თუ უნებლიედ ხელშეწყობას, მყარად დასაბუთებული პროექტებით ჰესების მშენებლობის მხარდაჭერა კი არ უდრის ქვეყნის ღალატს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსიზ გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„Facebook – ში ვიწრო “ბაბლში“ ნამდვილად არ ვარ „ჩაკეტილი“ და ვხედავ ვარლამ გოლეთიანისა და ჰესების მოწინააღმდეგეთა გაშმაგებულ ლანძღვას, კონსპიროლოგები კი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება დენს მიზანმიმართულად თიშავს ანტიჰესელების დისკრედიტაციის მიზნით.
თუმცა, რეალობა ისაა, რომ დღევანდელი „ჩაბნელებაც“ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა.
საქართველოში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეობა უდრის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების ნებსით თუ უნებლიედ ხელშეწყობას, მყარად დასაბუთებული პროექტებით ჰესების მშენებლობის მხარდაჭერა კი არ უდრის ქვეყნის ღალატს“, – წერს გია აბაშიძე facebook-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები