ამირან სალუქვაძე – ვაშაძის განცხადებაზე: ყველა, მათ შორის, ბაქო და ერევანი საქართველოს უხდის მადლობას, მაგრამ რომ არ აღიარონ ღარიბაშვილისა და ხელისუფლების როლი, “აგვიყვანეს და დაგვსვესო”, ამათი დაბოღმილობა განუკურნებელია
“ყველა, მათ შორის, ბაქო და ერევანი საქართველოს უხდის მადლობას, მაგრამ რომ არ აღიარონ ღარიბაშვილის და ხელისუფლების როლი, “აგვიყვანეს და დაგვსვესო”, ამათი დაბოღმილობა განუკურნებელია”, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“რა დავარქვა უმცროსი ვაშაძის კომენტარს საქართველოს შუამავლობის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის?! ამერიკამ აგვიყვანა და დაგვსვა პედესტალზე. ახლა არ უნდა მოვეშვათ და განვამტკიცოთო. ყველა, მ.შ. ბაქო და ერევანი, საქართველოს უხდის მადლობას. მაგრამ რომ არ აღიარონ ღარიბაშვილის და ხელისუფლების როლი, “აგვიყვანეს და დაგვსვესო”. ამათი დაბოღმილობა განუკურნებელია”,-წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: “კარგია, რომ გამოიკვეთა რეგიონში საქართველოს როლი, როგორც შემკრების, ასე ვთქვათ, როგორც მედიატორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამხელა როლს გაკისრებს, ფაქტობრივად აგიყვანს და დაგსვამს ავანსცენაზე, დაგსვამს პედესტალზე, შენ ეს უნდა გამოიყენო ბოლომდე, არ უნდა მოეშვა ამას, რომ რეგიონის შემკრების-გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს”.