რატი იონათამიშვილი: ვფიქრობთ, კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს როლი და პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება

 

ვფიქრობთ, რომ კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს როლი და პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს სამიტს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამიტზე საქართველოზე იქნება საუბარი საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამ საკითხებზე იყოს ფოკუსირება ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ კომუნიკეში, რომელსაც ნატოს ქვეყნები შეიმუშავებენ, საქართველოს როლი და პროგრესი ნატოსთან დაახლოების მიმართულებით პოზიტიურად შეფასდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები