სტოლტენბერგმა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ვადებზე ისაუბრა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელის სამიტზე ალიანსში ახალი წევრების მიღების ვადები არ დასახელდება.

ამის შესახებ მან გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას სამიტის წინ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

კითხვაზე, როდის მიიღებს თბილისი MAP-ს, სტოლტენბერგმა თქვა – ”დღეს ველოდებით, რომ ლიდერები დაადასტურებენ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს ახალ წევრებთან დაკავშირებით, მათ შორის, განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მაგრამ ჩვენ არ დაგვითქვამს ვადები, თარიღებს არც დღეს დავასახელებთ”.

”ჩვენ დავადასტურებთ ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს კარი ღიად რჩება და რუსეთს არავითარი გავლენა არ აქვს ამ პროცესზე”, – თქვა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო “კონცენტრირდება რეფორმებზე, კონცენტრირდება საქართველოს მხარდაჭერაზე, თავდაცვის ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მოდერნიზაციაზე. ჩვენი გზავნილია, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო და ოცდაათი მოკავშირე ქვეყანა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები