დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერმინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი

“საქართველოს პრემიერმინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განახადა.

როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრი არის მიპატიჟებული და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით.
„საქართველოს პრემიერმინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი.
მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება – სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერმინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები