ანა ნაცვლიშვილი – სომეხი ტყვეების გათავისუფლებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე იყო ჩართული და პროცესი წარმატებით დასრულდა

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ქართული მხარე იყო ჩართული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა გაცვალა და ყველა ამ ადამიანს, მათ ოჯახებსა და ქვეყანას ვულოცავ ამ ადამიანების მშვიდობიანად სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იყო ჩართული ქართული მხარე და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები