ალეკო ელისაშვილი – სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ყოჩაღ ღარიბაშვილს, ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს ხელშეწყობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებასა და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას გამოეხმაურა.

„ყოჩაღ ყველას, ვინც, ჩვენი მხრიდან, ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული და ყოჩაღ მას. ასევე, ყოჩაღ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ასევე ქჩართული იყო ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს, სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის, გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები