ალეკო ელისაშვილი: თუ იოლად ხელწამოსაკრავი და იოლად მოსახსნელი არ იქნება იმუნიტეტი, ძალიან კარგი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე  ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმის ცვლილება სწორი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, თუ იოლად ხელწამოსაკრავი არ იქნება იმუნიტეტი და იოლად მოსახსნელი, ძალიან კარგი იქნება.

„კაცობრიობამ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიგონა ოპოზიციის დასაცავად, რათა დაცულნი ყოფილიყვნენ პოლიტიკური წნეხისგან. ამისთვის არის საპარლამენტო იმუნიტეტი მოგონილი. თუ იოლად ხელწამოსაკრავი არ იქნება იმუნიტეტი და იოლად მოსახსნელი, ძალიან კარგი იქნება. ოპოზიციური ხმების გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რაც ზრდის თითოეული ოპოზიციონერის დაცულობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები