სტოლტენბერგი: ნატო რუსეთის აგრესიას მტკიცედ და მკაფიოდ უპასუხებს

ნატო რუსეთის აგრესიის შეწინააღმდეგებისთვის სამხედრო პოტენციალის ზრდას გააგრძელებს, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNBC- სთან ინტერვიუში.

”ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მოხდეს რეაგირება რუსული შეიარაღების, მათ შორის, ბირთვული იარაღის ზრდაზე”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნᲘშნა, რომ ნატო-ს მიდგომა რუსეთის მიმართ ემყარება იმას, რასაც “ჩვენ ორმაგ მიდგომას ვუწოდებთ – თავდაცვასა და დიალოგზე”.

”ცივი ომის” დროიდან, კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელოვანი გამტკიცება უზრუნველვყავით და გავაგრძელებთ მის გაძლიერებას მაღალი მზაობის შენარჩუნებით, ჯარების რაოდენობის გაზრდითა და თავდაცვის ინვესტიციებით,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტების წლების განმავლობაში შემცირების შემდეგ, ნატო-ს ყველა ქვეყანა თავდაცვის მიმართულებით, ახლა უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

“ჩვენ არ ვაპირებთ იმის ასახვას, რასაც რუსეთი აკეთებს. მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ, სხვადასხვა ინსტრუმენტის ფართო კომბინაციის შეთავაზებით, როგორც ამას ბოლო წლებში ვაჩვენებთ”, – თქვა მან.

ბრიუსელში ერთ საათში ნატო-ს სამიტი დაიწყება, რომელზეც ალიანსის წევრი ქვეყნები 2030 წლის სტრატეგიას დასახავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები