ნიკოლას უილიამსი: საქართველოსთვის „მაპი“ და მიწვევა ორგანიზაციაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

„სამიტზე ელოდებით ძლიერ მხარდაჭერას, ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი და ლიდერების დონეზე იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო ნატო-ს ძლიერი ასპირანტია”, – ამის შესახებ ევროპელ ლიდერთა ქსელის ექსპერტმა, ნიკოლას უილიამსმა განაცხადა და ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში მოლოდინებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის „მაპი“ და მიწვევა ორგანიზაციაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

“ვიცი, ეს ქართველ ხალხს არაერთხელ მოუსმენია, მაგრამ ამ სიტყვების დეკლარაციაში გამეორება არის ის, რასაც საქართველო წევრობამდე მიჰყავს. ღია კარის პოლიტიკაზე ცალკე პარაგრაფი იქნება. „მაპის“ მინიჭებაზე ამჯერად არ იმსჯელებენ, მაგრამ კომუნიკე იტყვის, რომ „მაპი“ ინტეგრაციის პროცესის ნაწილია. „მაპი“ პროცედურული ეტაპია. საქართველოსთვის „მაპი“ და მიწვევა ორგანიზაციაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არცერთი პარტნიორი არ არის ნატოსთან ისე ახლოს, როგორც საქართველო. ამას ყველა აღიარებს და ეს თვალსაჩინოა. ალიანსის წევრებს გაწევრიანებისთვის დროის ჭკვიანურად შერჩევა სურთ, რადგან რუსეთი ისევ აგრესიულია. უგუნური ნაბიჯებით გამოირჩევა და დემოკრატიების ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული. თქვენ იცით რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და ამიტომაც გსურთ ნატოში. ეს სურვილის ნატოსა და საქართველოს აერთიანებს, მაგრამ ალიანსმა უნდა შეარჩიოს ყველაზე საუკეთესო მომენტი, რათა საქართველომ ხელი შეუწყოს კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ასე ფიქრობს წევრთა ნაწილი“, – განაცხადა უილიამსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები