კახა კუჭავა: 2015 წლის 13 ივნისი – ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება

“2015 წლის 13 ივნისი – ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

კუჭავამ 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

” 2015 წლის 13 ივნისი – ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!

პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მთელს საქართველოს.
ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება”,- წერს კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები