გია ვოლსკი – ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებაზე: ფაქტი მოწმობს, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ფასილიტატორი ქვეყანა

“სერიოზული საკითხია. მითუმეტეს ამერიკაც მონაწილეობდა”,- ასე აფასებს კვირასთან” საუბარში პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას და აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი მხარეებს შორის იყოს ფასილიტატორი ქვეყანა.

“სერიოზული საკითხია. მითუმეტეს ამერიკაც მონაწილეობდა. სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ეს ფაქტი მოწმობს, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ფასილიტატორი, მომრიგებელი ქვეყანა. დიპლომატიური უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც… ჩვენი ქვეყანა რეგიონისთვის და არა მხოლოდ, მსოფლიოსთვისაც მშვიდობის მაგალითია. ირაკლისაც, პიროვნულად ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი აქვს”,- განაცხადაკვირასთან ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები