გურამ მაჭარაშვილი ღარიბაშვილის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებაზე: ევროკავშირი დარწმუნდება, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კვირასთან საუბარში აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება შეაფასა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმატებულია და საქართველოზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

“როგორც ვხედავთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად არის ჩართული შიდა და საგარეო პოლიტიკურ საქმეებში. განახორციელა არაერთი წარმატებული ვიზიტი. ეს ფაქტი ადასტურებს და მოწმობს იმაზე, რომ საქართველო სანდოობის, უსაფრთხოების მაგალითია. ასევე აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მშვიდობიანად განხორციელდა.

რა თქმა უნდა, პროცესში იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაზე პოზიტიურ როლს იქონიებს. ევროკავშირი დარწმუნდება, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას”,- აღნიშნა “კვირასთან” მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები