გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში ვერ დაეხმარება

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და “ქართული ოცნების” დესტრუქციულ ოპონენტებს პასუხობს, რომ მსგავი განცხადებები მათ რეალური სურათის აღქმაში ვერ დაეხმარება, თუმცა, მისი შეფასებით, სახეზეა, ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი.

,,ამერიკიდანაც მადლობამ არ დააყოვნა. აზერბაიჯანის მიერ დაკავებული Სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების გამო, აშშ-ს Სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას:

ვემადლიერებით საქართველოს მთავრობას, მის მიერ ნაკისრი მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც ხელს უწყობს მხარეთა შორის დისკუსიას. ამგვარი ნაბიჯები, რეგიონის მოსახლეობას უფრო აახლოებს იმ მშვიდობიანი მომავლისკენ, რომელსაც ისინი იმსახურებენ – წერს ამერიკის ტოპ დიპლომატი.

ცხადია, ამგვარი განცხადებები აქაურ დესტრუქციულ, სექტანტურ ოპონენტებს რეალობის ლოგიკურ აღქმაში ვერაფრით დაეხმარება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებულ ნაბიჯს რომ მეგობრები და პარტნიორები კარგად ხედავენ, უდავოა”, – წერს საკუთარი facebook-ის გვერდზე გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები