ენტონი ბლინკენი: მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში

“მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში”, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერმინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები